0 Your კალათა
17.05.2018
მომხმარებელი Shopnow Gorgiladze

თმას ისეთივე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, როგორც სახის კანს.


თავარი შეცდომა, რომელსაც უშვებენ თმის ბალზამის გამოყენებისას, ის არის, რომ ჰგონიათ, თითქოს ისინი მხოლოდ პრობლემური, მაგალითად, მშრალი და მტვრევადი თმისათვის იყოს მიზანშეწონილი. ხოლო მათ, ვისაც ცხიმიანი თმა აქვთ, ბალზამით არ უნდა ისარგებლონ.
ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სწორად შერჩეული საშუალებები რგებს როგორც მშრალ, ისე ცხიმიან თმას.

ბალზამის გამოყენება არ გამორიცხავს ნიღბის ხმარებას. ის უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ მაინც. ნებისმიერი ტიპის თმისთვის აუცილებელია კვება და დატენიანება. სწორად შერჩეული ბალზამი კი ამის გარანტიას იძლევა.

რა სარგებელი მოაქვს ბალზამს?

თმის ბალზამი – წარმოადგენს ერთგვაროვან თხევად მასას, სასიამოვნო სურნელით, რომელიც გამდიდრებულია ეთერზეთებით, მცენარეული ექსტრაქტებით, ცილებით (ხორბლის პროტეინი, სოიო, რძე), მინერალური კომპონენტებით (მარილები, თიხა).

ბალზამის დანიშნულებაა თმის დატენიანება, თმის კვება, თმის და თავის კანის მკურნალობა. ბალზამი არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას და ასტიმულირებს თმის ზრდას. თანამედროვე ბალზამები ეფექტურად გამოიყენება ქერტლის საწინააღმდეგოდ. როდესაც ბალზამის კომპონენტები შეაღწევენ თმის ქერცლებს შორის, სიგლუვეს აძლევს თმის ქერცლოვან საფარველს, რის შედეგად თმა ხდება ბზინვარე. ატენიანებს თმის სტრუქტურას, ამცირებს მის მტვრევადობას. ის არბილებს თმას და ხდის ელასტიურს. ბალზამი – კონდიციონერი და ბალზამი – სავლები შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს დაბალი კონცენტრაციით.

ბალზამის შერჩევა უნდა მოხდეს თმის ტიპის შესაბამისად. ბალზამი ცხიმიანი კანისათვის აღადგენს წყლის ბალანს თავის კანზე. მშრალი თმის ბალზამი აღადგენს და კვებავს თმას, აძლევს მას სირბილეს და ელასტიურობას. შეღებილი თმის ბალზამი აღადგენს თმის დაზიანებულ სტრუქტურას და უნარჩუნებს თმას ფერს ხანგრძლივად. ნორმალური თმის ბალზამი უნარჩუნებს თმას ელვარებას და აძლევს თმას სირბილეს.

ბალზამი უნდა წაისვათ დაბანილ სველ თმაზე, გაიჩეროთ 5–30 წთ და ჩამოიბანოთ თბილი წყლით. მუდმივად მისი ხმარება არ შეიძლება. ბალზამი არ უნდა იყოს ძალიან თხევადი, არ გააღიზიანოს თავის კანი, არ ”დაამძიმოს” თმა. სასურველია, თმის შამპუნი და ბალზამი იყოს ერთი ხაზის.




კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

კომენტარის დამატება