0 Your კალათა
30.08.2018
მომხმარებელი Blogger

მამაკაცებისთვის წვერსაპარსი არის ის ხელსაწყო, რომელიც მათ ყოველთვის სჭირდებათ, რათა მუდმივად კარგად გამოიყურებოდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა არ იცის, თუ როგორ შეარჩიოს წვერსაპარსი სწორად. როდესაც საქმე სახის კანსა და თავის მოვლას ეხება, აუცილებელია თავის დაზღვევა და ისეთი ბრენდების გამოყენება, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, მაგალითად: Philips, Panasonic, Braun და ასე შემდეგ. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ მანამ, სანამ წვერსაპარსს შეიძენთ.

მშრალი თუ ნოტიო პარსვა?

წვერსაპარსის შეძენამდე, აუცილებელია განსაზღვროთ ყოველდღიური მოხმარებისთვის გინდათ თუ იშვიათი პარსვისთვის. ასევე გასათვალისწინებელია, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ნოტიო ელექტროსაპარსი ყოველდღიური პარსვისთვის იდეალურია, ასევე აბაზანის პირობებშიც შეგიძლიათ მისი გამოყენება, მაგრამ თუ იშვიათად გსურთ მისი გამოყენება, მშრალი წვერსაპარსია რეკომენდირებული, რადგან ნოტიო ელექტროსაპარსები, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს. ასევე არსებობს ისეთი ტიპის საპარსები, რომლებიც ორივე შემთხვევაში გამოიყენება და მეტიც, კრემთან ერთადაც არის დასაშვები. იმ შემთხვევაში თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, უკეთესია გამოიყენოთ სწორედ ასეთი ელექტროსაპარსი, თუმცა აქაც დიდი ყურადღებაა საჭირო, რადგან ყველა ნოტიო/მშრალი ელექტროსაპარსისთვის არ არის კრემის გამოყენება რეკომენდირებული და შეიძლება დააზიანოს ისინი.

ელექტროსაპარსის ტიპები

ძირითადად არსებობს ელექტროსაპარსის ორი ტიპი: ბადისებრი და როტორული. როტორულ წვერსაპარსს აქვს სამი მოძრავი წრიული საპარსი. ის უმეტესად გამოიყენება მოკლე, არათანაბარი წვერისთვის. ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის წვერსაპარსებს გააჩნიათ სახის კონტურის გამეორების სისტემაც. რაც შეეხება ბადისებრი წვერსაპარსს, რეკომენდირებულია მგრძნობიარე კანისთვის, რადგან ის კანს იცავს ზედმეტი დაზიანებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ როტორული წვერსაპარსი ბევრად სუფთად პარსავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბადისებრი წვერსაპარსი უკეთესია გრძელი წვერის ქონის შემთხვევაში.

დატენვა და გასუფთავება

ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორი ცხოვრების სტილს მიჰყვებით. აკუმულიატორიანი წვერსაპარსი უფრო მოსახერხებელია, თუ ხშირად გიწევთ მოგზაურობა, რადგან მათი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა სისუფთავის შენარჩუნება, რადგან უსუფთაობამ შეიძლება გამოიწვიოს სახის კანის დაზიანება და გამონაყარი. ამიტომ აუცილებელია სამართავის გასუფთავება ყოველი გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ საპარსს ასევე გააჩნია თვითწმენდის ფუნქცია, რომელიც დროის დაზოგვასა და ჰიგიენის მუდმივად შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

კომენტარის დამატება