0 Your კალათა
16.08.2018
მომხმარებელი Blogger

ალბათ, ყველამ იცის, რომ ჩირი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ იციან, თუ როგორი უნდა იყოს ის, რომ სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს.

რა შემთხვევაშია ჩირი სასარგებლო?

გამხმარ ხილში გაცილებით მეტი ვიტამინია შენარჩუნებული, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახულ იმავე პროდუქტში. ხილი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ დაჩირვის ხერხით შიძლება მისი შენახვა ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ გაუქრეს. ის შეუდარებელი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს და ამავდროულად სურს ჯანსაღად იკვებოს, რადგან მასში შემავალი ფრუქტოზა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე შაქარი. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩირის ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე დაახლოებით 250-300 კკ-იაა, ამიტომ დღეში 100 გრამზე მეტის მირთმევა არ არის რეკომენდირებული.

სწორად გამომშრალი ჩირი მუქდება. ყველა გამხმარი ხილი ჩირი არ არის, მაგალითად, დაშაქრული ცუკატები არ შეიცავენ იმავე სასარგებლო თვისებებს, რომლებსაც ნამდვილი ჩირი. ნამდვილი ჩირის დამზადებაში შაქარი საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს.

რისთვის არის ჩირი სასარგებლო?

ხილის ჩირში თავმოყრილია: კალციუმი, რომელიც ამაგრებს ძვლებსა და თმას, სახის კანს ანიჭებს სინორჩეს, მაგნიუმიაწესრიგებს წნევას, კალიუმიაუმჯობესებს გულისა და ნერვული სისტემის მუშაობას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ნატრიუმი და რკინა ხელს უწყობენ სისხლში ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას, უზრუნველყოფენ ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადით.

როგორ დავამზადოთ ჩირი სწორად?

არსებობს ჩირის დამზადების ორი ყველაზე გავრცელებული მეთოდი: მზეზე გამოშრობა ან სპეციალურ ჩირის აპარატში დამზადება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩირის აპარატი ბევრად ეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია, რადგან მზეზე გამოშრობას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება, გარდა ამისა, არ არის დაცული მტვერისა და მწერებისაგან. ჩირის აპარატის მეშვეობით კი ეს პროცესი უფრო მარტივი და დაცულია, როგორც მტვერისაგან, ასევე მწერებისა და სხვა სახის დაბინძურებისაგან.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

კომენტარის დამატება