0 Your კალათა
24.09.2018
მომხმარებელი Blogger

მთავარი პროცესი, რაც სადილის მომზადებისა და საუზმობის, სადილობისა თუ ვახშმობის შემდგომ გვაშინებს , არის აუარებელი რაოდენობის ჭურჭლის დარეცხვა.

4 მიზეზი, რატომ უნდა გამოვიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

პირველი მიზეზი არის ის, რომ მისი გამოყენება ბევრად უფრო ჰიგიენურია, რადგან ძველი სარეცხი ღრუბლები უამრავი სახის ბაქტერიის გამრავლებას უწყობენ ხელს. ამიტომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეგიძლიათ თქვენი და თქვენი სამზარეულოს სანიტრად მიიჩნიოთ.

მეორე მიზეზი არის იმ ცხიმისა და მიუდგომელი ნაწილების გარეცხვა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე საათს გართმევთ. შეიძლება მოამზადოთ უგემრიელესი ლაზანია, რომელიც 5 წუთში აღარ იქნება, თუმცა შემდგომ ამ ჭურჭლის გარეცხვა ბევრად მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

ასევე მათი ერთ–ერთი საუკეთესო თვისება არის ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით წყალს დაზოგავთ ხელით რეცხვასთან შედარებით.

თუ წვეულებების მოყვარული ხართ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. აღარ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ სტუმრების წასვლის შემდეგ ეს მოსაბეზრებელი და რუტინული საქმე გაქვთ გასაკეთებელი და დროს სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმობთ. გარდა ამისა, საშუალება გექნებათ სამზარეულო ყოველთვის სუფთა გქონდეთ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც სახლში ძალიან დაღლილი მოდიხართ.

კომენტარები

dsad
კომენტარის დამატება