5 რჩევა მანქანის საბავშვო სავარძლის არჩევის დროს
მითები და რეალობა
როგორც ნებისმიერ საკითხს საბავშვო სავარძლებსაც დაჰყვება მითები თუ ჭორები,
იმ განსხვავებით, რომ ამ
კონკრეტული
მითების დაჯერება საშიშია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
1. „ჩვილ
ბავშვს
არ სჭირდება საბავშვო
სავარძელი“
სამწუხაროდ
გავრცელებულია
ერთობ მცდარი აზრი, ჩვილ
ბავშვს არ სჭირდება
ავტომობილში
სპეციალური
სავარძელი, ვინაიდან მისთვის ჯერ ადრეა
ჯდომა და ის
მშობლის ხელში უფრო უსაფრთხოდ
იქნება.
სინამდვილე
რადიკალურად
სხვაა. ჩვილთა სავარძლები გათვლილია ბავშვის აღნაგობაზე და მოწყობილია
ისე, რომ პატარა
ნახევრად წევს, მის
თავს კი სპეციალური
რბილი ბალიშები იცავენ. საინტერესო ფაქტიც აქვე შეგვიძლია
მოვიყვანოთ:
ზოგ ქვეყანაში პატარას სამშობიაროდან არც კი
გამოწერენ, სანამ მშობლები ექიმებს არ აჩვენებენ
მანქანაში დამაგრებულ სავარძელს.
2. „გაიზრდება,
მოერგება“
როგორც წესი, ბავშვს
საავტომობილო
სავარძელი ირჩევა ბავშვის წონის მიხედვით, ზოგი მშობელი
კი ყიდულობს სავარძელს, რომელიც მომავალშიც, გაზრდის შემდეგაც გამოადგება მათ შვილს.
რეალობაში სავარძლები გათვლილია ზუსტად იმ წონის
შუალედისთვის,
რომელიც აწერია და სხვა
წონით კატეგორიის ბავშვებს უარესად ან საერთოდ
არ იცავს.
3. „ნახმარი
სავარძელიც
წავა
რა“
ზოგი მშობელი ყიდულობს მეორად საბავშვო სავარძელს, იმ აზრით,
რომ წინა მფლობელის
ბავშვი უკვე გაიზარდა
და სავარძელი აღარ ერგება.
სინამდვილეში
უკვე გამოყენებულ სავარძელში არაფერია ცუდი, მაგრამ
მხოლოდ იმ შემთხევაში,
თუ 100% –ით დარწმუნებული
ხართ, რომ ეს
სავარძელი არ მომხვდარა
საგზაო შემთხევაში. სსშ შემდეგ
სავარძელი შეიძლება სრულად დაუზიანებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ მისი ექსპლუატაცია
არამიზანშეწონილია.
თვალით შეუმჩნეველი მიკრო ბზარები, რომლებიც არღვევენ სავარძლის სტრუქტურას და არა
უსაფრთხოს ხდიან მას.
4. „არ
უყვარს
ჩემს
ბავშვს
და
რა
ვქნა“
თუ ბავშვი ჩვილობიდანვე სპეციალური სავარძლით მგზავრობს, წესით მომავალშიც კომფორტულად იმგზავრებს სავარძლით. თუ მაინც
აღმოჩნდა, რომ თქვენი
ბავშვი აპროტესტებს სავარძელს, აჩვენეთ თქვენი ხასიათი და არ
დაძრათ მანქანა სანამ ღვედს არ გაიკეთებს. პირველ ყოვლისა უნდა გახსოვდეთ,
რომ სპეციალურ სავარძელში შეკრული ღვედით ბავშვი ბევრად უსაფრთხოდ არის ვიდრე
მის გარეშე.
5.
„
სკოლის
მოსწავლეა,
რაღათ
უნდა
სავარძელი“
ავტომობილის
სტანდარტული
სავარძელი გათვლილია 40 კილოზე მეტი წონის
ადამიანებისათვის.
თუ თქვენი ბავშვი იწონის ნაკლებს, მისთვის ჯერ კიდევ
აუცილებელია
ავტომობილის
საბავშვო სავარძელი.
გახსოვდეთ, ავტომობილის სავარძლით თქვენი პატარა 75%-ით უსაფრთხოდ
იმგზავრებს.
იმედი გვაქვს ეს ინფორმაცია
გამოგადგებათ.
მშობლებო, იმგზავრეთ მშვიდობიანად :)